"სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ, როგორც დაზვერვის მომავალი შესაძლო თანამშრომლები, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომელშიც შედიოდა კგბ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი უკრაინის უშიშროების სამსახური" - ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ, არმიის გენერალმა ნიკოლაი მალომუჟმა თოქშოუში „სტუმრად დმიტრი გორდონთან“ განაცხადა.
ნიკოლაი მალომუჟი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სწავლის პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს, რომ დაზვერვისთვის და კონტრდაზვერვისთვის კონტინგენტს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან არჩევდნენ. ძირითადი ბაზა კიევის შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი იყო. ეს კონტინგენტი სააკაშვილის და პოროშენკოს ჩათვლით, განიხილებოდნენ, როგორც მომავალი შესაძლო დაზვერვის თანამშრომლები.
„დაზვერვისთვის და კონტრდაზვერვისთვის ჩვენ ვარჩევდით წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებიდან. კიევის შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტი იყო ძირითადი ბაზა, რადგან იქ იყო საერთაშორისო ურთიერთობების და სხვა ფაკულტეტები. დაზვერვის მომავალი თანამშრომლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უცხო ენების ცოდნა. ეს კონტინგენტი სააკაშვილის და პოროშენკოს ჩათვლით და კიდევ ბევრი სხვა, განიხილებოდნენ როგორც მომავალი შესაძლო დაზვერვის თანამშრომლები. საბჭოთა, შემდეგ უკრაინელი სტუდენტების (და ისინი ცოტანი იყვნენ, უფრო უცხოელები ჭარბობდნენ) შესწავლა ხდებოდა არა იმდენად აგენტურის, არამედ დაზვერვის, ან კონტრდაზვერვის ფორმატში სამუშაოდ. უფრო დაზვერვის, რადგან ამ შემთხვევაში კარგი განათლება და მინიმუმ ორი ენის ცოდნა იყო საჭირო. შემდეგ სამწლიანი აკადემია და უკვე მზად არის საზღვარგარეთ პირველადი დავალების შესასრულებლად. ამიტომ, ყველას შესწავლა ხდებოდა, თუმცა, ყველა შორს ვერ წავიდა, ნაწილი ვერ გახდა დაზვერვა, მაგრამ გავიდნენ სხვადასხვა თანამდებობებზე, პრეზიდენტის თანამდებობის ჩათვლით“ - აცხადებს მალომუჟი.
შეკითხვაზე, პოროშენკოსთან და სააკაშვილთან კგბ მუშაობდა? მალომუჟი პასუხობს, რომ თავიდან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომელშიც შედიოდა კგბ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი უკრაინის უშიშროების სამსახური (СБУ).
„ისინი სწავლობდნენ საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში. სააკაშვილმა რეკომენდაცია მიიღო საქართველოზე და წავიდა, იმიტომ, რომ სსრკ დაიშალა. საქართველოში ომი იყო, გამსახურდიამ ამბოხება მოაწყო, სააკაშვილს ვისთვის უნდა ეჩვენებინა რეკომენდაცია? უკრაინული მხრიდან ყველამ მიიღო რეკომენდაციები იმ ვარაუდით, რომ იქ დახვდებოდნენ კოლეგები, მაგრამ არავინ იყო ვინც მათ მიიღებდა. ამიტომ ის [სააკაშვილი] პოლიტიკაში წავიდა, საზღვარგარეთ ისწავლა და პრეზიდენტი გახდა“ - აცხადებს მალომუჟი.