„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მაჟორიტარობა უნდა გამოირიცხოს.
„მე ვარ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ასე რომ, მაჟორიტარობა უნდა გამოვრიცხოთ. სიას რაც შეეხება, უახლოეს მომავალში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერის მხრიდან წარმოდგენილი იქნება სია, რომელსაც თქვენ და საზოგადოება აუცილებლად გაიგებთ.
ასევე უახლოეს მომავალში გაიმართება პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია", - განაცხადა კახა კალაძემ.