logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს სისტემის მიერ მოხდა წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა, ეს ყველაფერი იცის ნებისმიერმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარმა, თუმცა მფარველობენ იმიტომ, რომ ერთი პარტიის წევრები არიან
- +

15 თებერვალი. 2023. 23:12

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოხდა რუსეთისთვის 20%-ის ჩაბარება, მისი სისტემის მიერ მოხდა, წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ იცის ნებისმიერმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარმა, მაგრამ რატო მფარველობენ- იმიტომ, რომ არიან ერთი პარტიის წევრები "- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

ამასთან, კობახიძე ამბობს იმასაც, რომ მოცემულობა ერთია, ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის რეჟიმს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. 

"მოლდოვას სანქციები არ დაუწესებია, მე-5 პრეზიდენტი ჰყავს პატიმრობაში. თუ ზოგადად პრეზიდენტის პატიმრობა არის მიუღებელი მოვლენა, მიუხედავად იმისა, ამ პრეზიდენტს რა დანაშაულები აქვს ჩადენილი, აწამებდა ადამიანებს- მერე რა, რომ აწამებდა მე-3 პრეზიდენტია.

გვყავს ჩვენ მე-3 პრეზიდენტი, რომელიც არის ბრალდებული დეპუტატის წამებაში, მკვლელებისთვის ხელის დაფარებაში, ანგარებით შეწყალებაში. ეს არის მოცემულობა და ისე რა დანაშაულები აქვს ჩადენილი ძალიან კარგად ვიცით ჩვენც და კუბილიუსებმაც.

ეს არის 20%-ის ჩაბარება რუსეთისთვის და ეს არის მისი სისტემის მიერ, წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ იცის ნებისმიერმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარმა, მაგრამ რატო მფარველობენ-  იმიტომ, რომ არიან ერთი პარტიის წევრები,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner