"რატომ არ შეაქვთ მაღალი კალორაჟის საკვები?! იმიტომ, რომ არის პოლიტიკური მიზანი დაიკლოს წონაში. წონაში კლება არის ერთადერთი ფაქტორი, რაზე მითითებითაც ცდილობს გაითავისუფლოს თავი. ამას აკეთებს თვითდაზიანებით. საკუთარ მშობელს მიაქვს დაბალი კალორაჟით საკვები, როცა შეუძლია იგივე მოცულობის საკვები მიუტანოს ოღონდ მაღალი კალორაჟით, ეს ხო გაუგებარი და ყველა მხრივ სამარცხვინო მოვლენაა,"-ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"ვინც ახორციელებს კოორდინაციას, იმან ძალიან კარგად იცის, რომ ყველაფერი არის სიმულაცია და ბლეფი, ძალიან კარგად იციან. რეალურად ყველამ იცის, რომ 500 დღის განმავლობაში, არ შეიძლება ვიღაცა ადამიანს კლავდეს და ვერ კლავდეს. წარმოიდგინეთ პირველი დღეები, რომ იყო შიმშილობა, რომ გამოაცხადა მე-10 დღეს დაიწყეს კამპანია ხელისუფლება პრეზიდენტს კლავსო. თვითონ შიმშილობდა და ხელისუფლება კლავს პრეზიდენტსო. გასაგებია, რომ ასეთ აბსურდში ცდილობენ საკუთარი მხარდამჭერები აცხოვრონ, მაგრამ როგორ შეიძლება საზოგადოების უმრავლესობამ ეს სისულელე დაიჯეროს?! ან, როგორ შეძლება უცხოელმა პოლიტიკოსებმა და კოორდინაციის ავტორებმა ეს დაიჯერონ.
დღეს კიდევ ერთი კადრები ნახა საზოგადოებამ, მართლა სამარცხვინოა. ერთი არის ჩართვის დროს ხელი, რომ უკანკალებს და ვითომ ვერ სვავს წყალს ბოთლიდან და ზუსტად რამდენიმე წუთით ადრე რამდენჯერმე იღებს იგივე ბოთლს და ჩვეულებრივად სვავს. ასეთ სამარცხვინო რამეს, რომ უყურებ რათ უნდა იმას ექიმი.
რატომ არ შეაქვთ მაღალი კალორაჟის საკვები?! იმიტომ, რომ არის პოლიტიკური მიზანი დაიკლოს წონაში. წონაში კლება არის ერთადერთი ფაქტორი, რაზე მითითებითაც ცდილობს გაითავისუფლოს თავი. ამას აკეთებს თვითდაზიანებით. საკუთარ მშობელს მიაქვს დაბალი კალორაჟით საკვები, როცა შეუძლია იგივე მოცულობის საკვები მიუტანოს ოღონდ მაღალი კალორაჟით, ეს ხო გაუგებარი და ყველა მხრივ სამარცხვინო მოვლენაა,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე.