logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოში ბიზნესი თავისუფალია ყველასთვის, მათ შორის რუსული კომპანიებისთვის
- +

30 აგვისტო. 2016. 13:06



საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რუსულ კომპანია „იანდექს ტაქსის" საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კომენტირებისას, რომელიც შესაძლოა „ოკუპაციის შესახებ" კანონს არღვევდეს, განაცხადა, რომ თუ რომელიმე კომპანია საქართველოს კანონმდებლობას არღვევს, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.



საქართველოში ბიზნესგარემო და ბიზნესი თავისუფალია ყველა კომპანიისთვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის დაცვით მოქმედებს და მათ შორის რუსული ბიზნესისთვის.

თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტებს არ იძიებს",- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner