logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: თუ ხელისუფლება ევროკავშირის რეზოლუციას დაყაბულდა, გამოდის, რომ სრულიად კანონიერად გასამართლებულმა და ციხემისჯილმა ტირანმა ბრძოლა მოუგო სახელმწიფოს
- +

16 თებერვალი. 2023. 11:13

 

 

„სააკაშვილის საკითხზე ევროპარლამენტის ყბადაღებული რეზოლუციის შემდეგ, შეიძლება გაჩნდეს, და აქა-იქ უკვე გაჩნდა აზრი, რომ იქნებ გავათავისუფლოთ და გავუშვათ ქვეყნიდან ტირანი, რადგანაც სასწორის მეორე პინაზე ხომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დევსო. მე როგორც რიგითი მოქალაქე და ამომრჩეველი, კატეგორიულად არ დავეთანხმები საკითხის ასე დაყენებას“, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ზაალ ანჯაფარიძე აღნიშნავს, სასწორის პინაზე, ამ შემთხვევაში, არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, არამედ სახელმწიფოს და ერის ღირსება დევს.

 

მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დათანხმება ნიშნავს, რომ სამართლიანად მსჯავრდებულმა პიროვნებამ ბრძოლა მოუგო სახელმწიფოს.

 

„სააკაშვილის საკითხზე ევროპარლამენტის ყბადაღებული რეზოლუციის შემდეგ, შეიძლება გაჩნდეს, და აქა-იქ უკვე გაჩნდა აზრი, რომ იქნებ გავათავისუფლოთ და გავუშვათ ქვეყნიდან ტირანი, რადგანაც სასწორის მეორე პინაზე ხომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა დევსო. მე როგორც რიგითი მოქალაქე და ამომრჩეველი, კატეგორიულად არ დავეთანხმები საკითხის ასე დაყენებას. თუ სასწორის მეორე პინაზე რამე დევს, ამ შემთხვევაში, ეს არა კანდიდატის სტატუსი, არამედ სახელმწიფოს და ერის ღირსებაა. ის მარადიული და ფუნდამენტალური ღირებულებაა და ყოველგვარ სტატუსებზე მაღლა დგას. უფრო მიწიერად და რეალისტურად რომ ვიმსჯელოთ, თუ ხელისუფლება და სახელმწიფო ევროკავშირის რეზოლუციას დაყაბულდა, გამოდის რომ სრულიად კანონიერად და სამართლიანად გასამართლებულმა და ციხემისჯილმა ტირანმა ბრძოლა მოუგო სახელმწიფოს. თუ რას ნიშნავს ეს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში, თავად შეაფასეთ. რაც მთავარია, ეს აქტი არ არის სტატუსის მიღების გარანტი, შეიძლება პირიქითაც. დანაკარგი კი აუნაზღაურებელი - სახელმწიფოს ღირსების შელახვა, გამომდინარე შედეგებით. ჩინური სიბრძნე ამბობს, რომ დანებების ცდუნება განსაკუთრებით ძლიერი იქნება გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე. მოგზაურობის დასაწყისში დათმობა სისუსტეა, შუა გზაზე დათმობა კი - სისულელე“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner