logo_geo
eng_logo
ჯონ ლენონის მკვლელს ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე მეცხრედ უთხრეს უარი
- +

30 აგვისტო. 2016. 13:07



ჯონ ლენონის მკვლელს მარკ დევიდ ჩეპმენს ვადამდე პირობით გათავისუფლებაზე მეცხრედ უთხრეს უარი.



დევიდ ჩეპმენი ლეგენდარული ჯგუფ „ბითლზის" ლიდერის მკვლელობისთვის უკვე 35 წელია იხდის სასჯელს. კომისიის დადგენილებით, 61 წლის ჩეპმენი სამუდამო პატიმრობის მოხდას ნიუ-იორკის მკაცრი რეჟიმის ციხეში გააგრძელებს.



მარკ დევიდ ჩეპმენმა ვადამდელი გათავისუფლების შუამდგომლობით კომისიას პირველად 2000 წელს მიმართა. მაშინ მან სააპელაციო კომისიას განუცხადა, რომ საზოგადოებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ის ასევე ამბობდა, რომ დაძლია ფსიქოლოგიური პრობლემები, რამაც მას ლენონის მოკვლა აიძულა.



1980 წლის 8 დეკემბერს ჩეპმენმა ოთხჯერ ესროლა მუსიკოსს, როდესაც ჯონ ლენონი და მისი მეუღლე იოკო ონო ხმის ჩამწერი სტუდიიდან სახლში ბრუნდებოდნენ. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე ჩეპმენმა ლენონთან სურათი გადაიღო.



ჩეპმენს შეუძლია კომისიას  ვადამდელი გათავისუფლების თხოვნით მეათედ 2018 წლის აგვისტოში მიმართოს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner