logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: ქართველი ხალხი არ მიიღებს ფორმულას, სადაც სააკაშვილი მსხვერპლია, ხოლო ივანიშვილი - შურისმაძიებელი
- +

16 თებერვალი. 2023. 11:37

 

 

„გაუკუღმართებულია იმ პოლიტიკოსის ან ორგანიზაციის მორალი, რომლისთვისაც სააკაშვილი მსხვერპლია, ხოლო ივანიშვილი შურისმაძიებელი! რომლისთვისაც სააკაშვილი თავისუფლებას იმსახურებს, ხოლო ივანიშვილი დასანქცირებას! ეს გაუკუღმართებული აზროვნება მიუთითებს მთლიანად ევრო-ბიუროკრატიის სრულ დეგრადაციაზე“, - წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

 

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, დღევანდელი რეზოლუციით ევროკავშირმა ხელი ჰკრა საქართველოს!

 

მისივე თქმით, აქამდე სხვანაირად ვიცოდით, რომ დამნაშავის დაუსჯელობა და კანონის წინაშე უთანასწორობა აშორებდა ქვეყნებს ევროპულ ღირებულებებთან, დღეს შებრუნებულ აღქმას გვთავაზობენ, რომელიც პირველ რიგში, სწორედ ევროკავშირს აზიანებს, თორემ ამით საქართველოს არაფერი აკლდება!

 

„ქართველი ხალხი არ მიიღებს ფორმულას, სადაც სააკაშვილი მსხვერპლია, ხოლო ივანიშვილი - შურისმაძიებელი! ევროკავშირი თავად უარყოფს და შორდება იმ ღირებულებებს, რისთვისაც ის შეიძლება მიმზიდველი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის! მაშ, რა გვინდა ჩვენ იქ, რა დაგვრჩენია?! დღევანდელი რეზოლუციით ევროკავშირმა რეალურად ხელი ჰკრა საქართველოს! ეს იყო ანტიქართული და ამავდროულად ანტიევროპული ქმედება, მისი შინაარსით თუ უფრო სწორად, უშინაარსობით!

 

გაუკუღმართებულია, იმ პოლიტიკოსის ან ორგანიზაციის მორალი, რომლისთვისაც სააკაშვილი მსხვერპლია, ხოლო ივანიშვილი შურისმაძიებელი! რომლისთვისაც სააკაშვილი თავისუფლებას იმსახურებს, ხოლო ივანიშვილი დასანქცირებას! ეს გაუკუღმართებული აზროვნება მიუთითებს მთლიანად ევრო-ბიუროკრატიის სრულ დეგრადაციაზე. აქამდე სხვანაირად ვიცოდით, რომ დამნაშავის დაუსჯელობა და კანონის წინაშე უთანასწორობა აშორებდა ქვეყნებს ევროპულ ღირებულებებთან, დღეს შებრუნებულ აღქმას გვთავაზობენ, რომელიც პირველ რიგში, სწორედ ევროკავშირს აზიანებს, თორემ ამით საქართველოს არაფერი აკლდება! როგორც ჩანს, გამოაშკარავებული და ჯერ კიდევ დაუსრულებელი კორუფციული სკანდალის შემდეგ, ევროპარლამენტარები ვაბანკზე წავიდნენ და მომავალში მათგან კიდევ უფრო მაღალი ხარისხის არაადეკვატურობას უნდა მოველოდეთ.

 

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: იმ ფორმულას, სადაც სააკაშვილი მსხვერპლია, ხოლო ივანიშვილი - შურისმაძიებელი, ქართველი ხალხი არ მიიღებს და ნუ ცდით ჩვენს მოთმინებას! მივისწრაფოდით ევროკავშირისკენ, მაგრამ მიახლოებასთან ერთად ქრება მირაჟი, იფანტება ოპტიკური ილუზია და ჩნდება რეალური სახე. სააკაშვილს მხოლოდ სისხლიანი წარსული არ ამძიმებს, მისი თავისუფლება სისხლიან მომავალსაც მოასწავებს, ამიტომ ვკითხოთ საზოგადოებას, უნდა თუ არა დამნაშავის გათავისუფლების და ომის სანაცვლოდ მიღებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი?!“ - წერს შაქარიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner