„ევროპარლამენტმა რეზოლუცია რეზოლუციისთვის მიიღო, რომლის მიზანიც არა პირუთვნელი სიმართლის აღწერა და წინა პლანზე გამოტანა, არამედ დამკვეთის სურვილების შესრულებაა! რეზოლუციაში საუბარი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ, თან გვემუქრებიან და გვაშანტაჟებენ, რომ შესაძლოა სააკაშვილის არ გაშვების შემთხვევაში, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, სააკაშვილის დანაშაული ფაქტობრივი მტკიცებულებებით დასტურდება, ისევე როგორც ფაქტობრივი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა აუცილებლობას არ წარმოადგენს:
„რეზოლუციაში საუბარი, ასევე, შეეხო ბიძინა ივანიშვილს, რომლის სანქცირებაც ლამის ერთადერთ ძირითად მოთხოვნად იქცა. დავიწყოთ იმით, რომ პარტნიორებს შანტაჟის ენით არ ესაუბრებიან, ჩვენ ევროპას პარტნიორად მივიჩნევთ, მათგან მსგავსი ტიპის დამოკიდებულება საზოგადოებაში ნიჰილიზმს და ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტის უნდობლობას იწვევს. რაც შეეხება სააკაშვილის საქმეს და ჯანმრთელობის მდგომარეობას, სააკაშვილის დანაშაული ფაქტობრივი მტკიცებულებებით დასტურდება, ისევე როგორც ფაქტობრივი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანა აუცილებლობას არ წარმოადგენს!
რაც შეეხება ივანიშვილის ფაქტორს ქართულ პოლიტიკაში, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ივანიშვილი რაიმე ფორმით სახელმწიფოს მართვაში ერევა, ისევე როგორც არ არსებობს არათუ ფაქტი, ეჭვიც კი, რომ ივანიშვილს სააკაშვილის პატიმრობასთან რაიმე შემხებლობა აქვს, სააკაშვილის საქმე წმინდა სამართლებრივია, რომელსაც პოლიტიკური ელფერი არ დაჰკრავს.
არ მინდა დავიჯერო, რომ ევროპაში კანონზე მაღლა დამნაშავე დგას, სიმართლეზე კი სიცრუე იმარჯვებს, მაგრამ თქვენი რეზოლუციები და ზოგადად თქვენი პოზიცია სწორედ ამას ამტკიცებს, როგორც ჩანს კანონის უზენაესობა ევროპაში გამრუდებულად ესმით. რეზოლუცია, რომ რამდენიმე თვის წინ მიეღოთ, შესაძლოა განსხვავებული რეაქცია მქონოდა, მაგრამ ევროპარლამენტის რამდენიმე წევრის კორუფციის ბრალდებით დაკავების შემდეგ, მათგან მხოლოდ სუბიექტურ, ფულით მოტივირებულ გადაწყვეტილებებს ველოდები, როდის იყო კორუფციაში ჩაძირული ინსტიტუტი ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებდეს და თამაშის პატიოსანი წესებით თამაშობდეს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.