ხორვატიაში გამართული ევროპის თასი კიკბოქსინგში ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა.
ოქროს მედალი საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა მოიპოვა: ლუკა შონიამ, ემილ ხახილოვმა და ზურაბ ივანიაძემ. გადამწყვეტ შეხვედრაში ხახილოვმა ფინელი, ივანიაძემ კი მოლდოველი მეტოქე დაამარცხა. მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ჩემპიონმა შონიამ კი პირველი ადგილი გერმანელი კიკბოქსიორის დამარცხების შემდეგ დაიკავა.
ტურნირში 30 ქვეყნის 1400-მდე კიკბოქსიორი გამოდიოდა.