„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბის უფროსმა კახა კალაძემ კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა თბილისის მერი დავით ნარმანია დაკავებული თანამდებობიდან, განაცხადა, რომ ერთი წარმოთქმული სიტყვის, შეცდომის გამო მერი არ უნდა გადადგეს.
„არ ვარ თანახმა და მომხრე იმისა, რომ ერთი წარმოთქმული სიტყვის, შეცდომის გამო მერი უნდა გადადგეს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვმართებს უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა, უფრო მეტი სიყვარული. რაც შეეხება კონკრეტულ წარმოთქმულ სიტყვებს, ბატონმა დავით ნარმანიამ ბოდიში მოიხადა. მე მივესალმები მის ამ საქციელს. შეცდომა ყველას მოგვდის, თუმცა მაღალი თანამდებობის პირებს უფრო მეტი თავშეკავება გვმართებს",- განაცხადა კახა კალაძემ.