ოზურგეთში, დაბა ნასაკირალში 80 აღსაზრდელი დღეიდან სააღმზრდელო პროცესს ახალ გარემოში განაგრძობს. საბავშვო ბაღს, რომელიც გასულ წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის დირექტორმა მაკა ჭყონიამ დაათვალიერეს.
ნასაკირალის საბავშვო ბაღის პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 75 979 ლარით დაფინანსდა.