მარტვილის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. იყრება ტექნიკური მარილი.
სამუშაო პროცესში აქტიურად არის ჩართული საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და ა(ა)იპ მარტვილის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობის ცენტრი“.
გზების გაწმენდით სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ადგილზე გაეცნო.
თოვლის საფარისგან იწმინდება სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელები, ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზები.