„დიახ, სწორედაც აგრესიული ლიბერალების მიერ კონტროლირებადი მედია ამკვიდრებდა ყოვლად აბსურდულ სტერეოტიპებს, ილაშქრებდა სარწმუნოების, განათლების და კულტურის წინააღმდეგ და სამწუხაროდ ამ ყველაფრის შედეგებს ნათლად ვხედავთ“, - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილის შესახებ.
როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, თავისუფალი და ობიექტური მედია ეხმარება საზოგადოებას სწორად შეაფასოს მიმდინარე პროცესები და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.
„გამოქვეყნდა ზაზა შათირიშვილის საკმაოდ საინტერესო წერილი, რომლის ამონარიდს გთავაზობთ: - მონოპოლიზებული მედიის შედეგია ის სტერეოტიპებიც, რომლებიც თავის დროზე საზოგადოებას საგარეო პოლიტიკასთან და 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩამოუყალიბეს. საზოგადოება დააჯერეს, რომ არსებობს თეთრი დასავლეთი და შავი რუსეთი ყოველგვარი შუქ-ჩრდილების გარეშე. დიახ, სწორედაც აგრესიული ლიბერალების მიერ კონტროლირებადი მედია ამკვიდრებდა ყოვლად აბსურდულ სტერეოტიპებს, ილაშქრებდა სარწმუნოების, განათლების და კულტურის წინააღმდეგ და სამწუხაროდ ამ ყველაფრის შედეგებს ნათლად ვხედავთ. სწორედ ნამდვილი, თავისუფალი და ობიექტური მედია იძლევა იმის გარანტიას, რომ საზოგადოებამ სწორად შეაფასოს მიმდინარე პროცესები, გააკეთოს დასკვნები და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება,“ - წერს გაბრიჭიძე ფეისბუკზე.