„ჩვენმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ქართულ საზოგადოებას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს ყველა პოლიტიკურ პროცესზე. მათ შორის, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის სინამდვილეში ვინ არის მიშა სააკაშვილი“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ არაფერი ანგრევს ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობას ისე, როგორც უშინაარსო რეზოლუციები და განცხადებები.
„არაფერი ანგრევს ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობას ისე, როგორც უშინაარსო რეზოლუციები და განცხადებები. მსგავსი უსამართლო რეზოლუციები არის ქართული საზოგადოების ცნობიერებაზე ძალადობა, რასაც არავინ შეეგუება. სამწუხარო ის არის, რომ ევროპაში ჯერ კიდევ არსებობენ ვიღაცები, ვინც ვერ გაიგეს, რომ სააკაშვილის წამებულად და ივანიშვილის დამნაშავედ წარმოჩენას ქართული საზოგადოება არ მიიღებს. ჩვენმა პარტნიორებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ ქართულ საზოგადოებას მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს ყველა პოლიტიკურ პროცესზე. მათ შორის, ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის სინამდვილეში ვინ არის მიშა სააკაშვილი. ჩვენ, ქართველ ხალხს, კარგად გვახსოვს მისი ხელისუფლების პერიოდი, მისი სტილი და მისი დანაშაულები. ამიტომ თვალებში ნაცრის შეყრას და შავზე თეთრის მტკიცებას უბრალოდ აზრი არ აქვს,“- წერს გვიდიანი.