„საქართველომ იწვნია საბჭოთა კავშირის 70-წლიანი რეჟიმის დიქტატურა და არ აპირებს მოითმინოს ლამაზად შეფუთული, ხალხის მანდატის არმქონე აგენტოკრატიის დესტრუქციული ქმედებები. არ აქვს მნიშვნელობა თუ საიდან მომდინარეობს ჩვენს სუვერენიტეტში უხეში ხელის ფათური,“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს.
აბაშიძის განცხადებით, ნებისმიერი თავმოყვარე ერის სურვილია, ქვეყნის სუვერენიტეტში გარე მოთამაშეები არ ერეოდნენ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ფსევდო-ლიბერალები სუვერენიტეტის დაცვას არ პატიობენ და ყველანაირი ხერხით ცდილობენ ქვეყნის დაშანტაჟებას.
„ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მართებულად ახმოვანებს ნებისმიერი თავმოყვარე ერის სურვილს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტში არცერთი გარე მოთამაშე არ უნდა ერეოდეს. საქართველომ იწვნია საბჭოთა კავშირის 70-წლიანი რეჟიმის დიქტატურა და არ აპირებს მოითმინოს ლამაზად შეფუთული, ხალხის მანდატის არმქონე აგენტოკრატიის დესტრუქციული ქმედებები. არ აქვს მნიშვნელობა თუ საიდან მომდინარეობს ჩვენს სუვერენიტეტში უხეში ხელის ფათური. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მტკიცედ ხდება ჩვენი სუვერენიტეტის ურყევი დაცვა. ამას არ გვპატიობენ ფსევდოლიბერალები და სხვადასხვა ვერაგული ხრიკით ცდილობენ საქართველოს დაშანტაჟებას. მათ ფიასკო ყველგან გარანტირებული აქვთ, სადაც ქვეყნის საზოგადოება ერთ მუშტად არის შეკრული,“ - წერს გია აბაშიძე.