logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: არავის აქვს უფლება, დაუსჯელად შეცვალოს საზღვრები ევროპაში
- +

30 აგვისტო. 2016. 13:12



გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა შვერინში ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა. 


 

არავის აქვს უფლება, დაუსჯელად შეცვალოს ევროპაში საზღვრები", - განაცხადა მერკელმა.



მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები ყირიმის ანექსიისა და დონბასში რუსეთის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერის გამო დააწესა.



გაოცებული ვიყავი, როდესაც პირველმა რუსულმა ტანკმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. დღეს კი საუბარია  არა ერთ ტანკზე, არამედ ძალიან, ძალიან ბევრ ტანკზე.

რუსეთის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერის გამო აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვით არც ერთი დღე არ გასულა", - განაცხადა მერკელმა.



მისივე თქმით, სანქციების გაუქმება როგორც რუსეთის, ისე გერმანიის ინტერესებშია. თუმცა, მისი თქმით, სანქციების გაუქმება მხოლოდ მოსკოვის მიერ მინსკის შეთანხმებების შესრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner