logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს მოუწოდებს, სერიოზულად განიხილონ უკრაინისათვის გამანადგურებლების მიწოდება
- +

17 თებერვალი. 2023. 01:14

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც გმობს კრემლის ქმედებებს და მოწოდებით გამოდის, უკრაინას საჭირო დახმარება გაუწიონ, მათ შორის გამანადგურებლების გადაცემის შესაძლებლობის განხილვა მოხდეს.

ევროპარლამენტარები გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, უცხადებენ სრულ მხარდაჭერას უკრაინელებს და ადასტურებენ მზადყოფნას, დაეხმარონ უკრაინას, მათ შორის იარაღით.

ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, სერიოზულად განიხილონ უკრაინისათვის გამანადგურებლების, ვერტმფრენების, საჭირო სარაკეტო სისტემების მიწოდება და მნიშვნელოვნად გაზარდონ საბრძოლო მასალის მიწოდება, რათა უკრაინამ არა მხოლოდ დაიცვას თავი, არამედ დაიბრუნოს სრული კონტროლი მთელ ტერიტორიაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტზე, რომელიც ამჟამად მზადდება და მნიშვნელოვნად გააფართოვონ იგი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner