აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ვერც რუსეთი და ვერც უკრაინა, სავარაუდოდ, ვერ მიაღწევენ თავიანთ სამხედრო მიზნებს და მიიჩნევს, რომ ომი მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება.
„რუსებისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება სამხედრო გზით მიაღწიონ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი უკრაინის დაპყრობას შეძლებს. ეს უბრალოდ არ მოხდება. ასევე, უკრაინისთვის წელს ძალიან რთული იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის თითოეული სანტიმეტრიდან რუსების გაძევება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ეს მოითხოვს რუსული არმიის არსებითად დაშლას“, - აღნიშნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა.