logo_geo
eng_logo
შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ
- +

16 თებერვალი. 2023. 21:19

 

 

სახეზეა ყველა ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირი ახალ საბჭოთა კავშირად გარდაიქმნა, საბჭოთა კავშირად, როგორც ფორმით, ისე შინაარსით. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში ვწერდი, „ვაი“-ს კი გავეყარეთ, მაგრამ ვეჭვობ, „უი“-ს შევეყარეთ-მეთქი. ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირს არ შესწევს უნარი, თავი დააღწიოს პოლიტიკური სატელიტის უღირსებო მდგომარეობას.

 

უკრაინის ომმა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი გლობალური ომის პარტიის სრული ლუსტრაცია მოახდინა. მოცემული მომენტისთვის მისი შემადგენელი სუბიექტების სია ასე გამოიყურება:

 

ა) ევროპის ფილიალი:

- ევროპარლამენტი, მრავალ კორუფციულ სკანდალში გახვეული ევროპის სახალხო პარტიისა (EPP) და ათამდე ევროდეპუტატის ლიდერობით;

- უკრაინის მარიონეტული ხელისუფლება;

- შვეიცარიის საბანკო სისტემა;

- მთელი რიგი „დასავლური“ მედია საშუალებები;

- კარლ ბილდტის დაჯგუფება.

 

ბ) აშშ-ის ფილიალი:

- ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში;

- რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენი და სენატორი;

- რამდენიმე ამერიკელი ექსპერტი;

- რამდენიმე ამერიკული ლობისტური კომპანია.

- ამერიკული არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციების ორი ფლაგმანი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI).

 

გ) რუსეთის ფილიალი:

- ამერიკელ კოლეგებთან კოორდინაციაში მყოფი, საქართველოს თემატიკაზე მომუშავე რუსული სპეცსამსახურები, თავისი ქვედანაყოფებითა და აგენტურით.

 

დ) საქართველოს ფილიალი, ანუ ლოკალური ომის პარტია:

- მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებული „პოლიტიკური გაერთიანება“, „ნაციონალური მოძრაობა“;

- ნაც-კრიმინალების სატელიტი პოლიტიკური პარტიები;

- ნაც-კრიმინალების მყარი სტრუქტურული ქვედანაყოფები, ამერიკელი გადამხდელების ფულით დაფინანსებული ქართული აგენტოკრატიის მეწინავენი, პოლიტიკურ ბატალიებში არაერთგზის გამოცდილი მდიდარი „არასამთავრობო ორგანიზაციები“;

- აგვისტოს ომის დროს ნაძარცვი ფულით დაფინანსებული მედია საშუალებები;

- ქართული აგენტოკრატიის არიერგარდი, ე.წ. ექსპერტები;

- რამდენიმე „-ისტი“ მღვდელმსახური, მათ შორის, უმაღლესი სასულიერო იერარქიის ერთი-ორი წარმომადგენელი (ღმერთო, მაპატიე და... ნაკურთხი წყალი რომ დააქვთ „ბაკლაჟკებით“ მოუნანიებლად საზიარებელი კლიენტების „საკურნებლად სულისა და ხორცისა“, ცოტა თავადაც რომ იპკურონ, ვფიქრობ, არ იქნება ურიგო ამბავი).

 

ზემოთ შემოთავაზებული ჩამონათვალის უტყუარობა მრავალი ფაქტით არის გამაგრებული.  რჩება პასუხი მთავარ კითხვაზე - ვინ შეიძლება უძღვებოდეს ამ მრავალგანშტოებიანი სტრუქტურული ერთეულის მართვის პროცესს? სად იწერება საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო სცენარები? სად იმყოფება ის ავადსახსენებელი „ერთი ცენტრი“?

 

კითხვა იმიტომ დავტვირთე და დავამძიმე, რომ მკითხველის განწყობა რაღაცნაირად დამემუხტა, თორემ ამაზე იოლად პასუხგასაცემ კითხვას პირველი კლასის სახელმძღვანელოშიც ვერ ნახავთ. როცა საქმე ამერიკა-ევროპა-საქართველოს ერთობლივ გეგმას ეხება, რასაკვირველია, მთავარი და გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის...

 

- აბა, მითხარით, ბავშვებო, მთავარი და გადამწყვეტი სიტყვა ვის ეკუთვნის?  

- ამერიკას, მასწ, ა-მე-რი-კას(!)...

- ანუ-უ?..

- ანუ-უ, „ვაშინგტონის კრემლს“!

- სწო-ო-რი-ა, ყოჩაღ(თ)(!).

 

ჰო-ო-და, ევროპის სახელმწიფოებო, დასხედით და არ იხმაუროთ, თორემ, თუ „ძია სემი“ მოინდომებს, თქვენთვისაც გამოინახება თქვენი ტომის სააკაშვილები, ადეიშვილები, ახალაიები, მეგის ქარდავები და იცოდეთ, გაილახ... უი, არა... დაიჩინჩლებით...    

 

ამით იმის თქმა მინდა, რომ პასუხისმგებლობისგან სრულიად დაცლილმა, (ანუ „ზემოდან“ კარნახით), თუ შეგიძლია კრიმინალ-მანიაკი და ქვეყნის გამყიდველი სააკაშვილი მსხვერპლად გამოაცხადო და ჩემი სამშობლოს დიდი მოამაგის, ბიძინა ივანიშვილის დასჯა მოითხოვო მხოლოდ იმის გამო, რომ პატრიოტია და ვერც ზეწოლით და ვერც შანტაჟით ვერ აიძულე თავის ქვეყანაში წინასწარ დამარცხებისთვის განწირული ომის პროვოცირება, ასეთ ევროპაში არაფერი გვესაქმება.

 

საბჭოთა კავშირი იყო დაპყრობილ სახელმწიფოთა იძულებითი ერთობა. დღევანდელი ევროკავშირი არის უმოქმედობისგან დასნებოვნებულთა ერთობა, რომელმაც ნებაყოფლობით გადააბარა თავისი ყველა ფუნქცია პოლიტიკურ მონსტრს და ერთადერთი ინტერესი ამოძრავებს - მუდმივად გამაძღარი იყოს.

 

„ვაი“-ს რომ ვეყრებოდით, იმ წლებში ბევრი რამ ვისწავლეთ და სანამ „უი“-ს ბოლომდე შევყრივართ, იქნებ ფიქრისთვის ცოტა დრო კიდევ დაგვეთმო? ერთ ჩემ ძველ წერილში, იმხანად შექმნილი მდგომარეობის დახასიათების მიზნით, მაგალითად მოვიყვანე ეპიზოდი ელდარ შენგელაიას გენიალური ფილმიდან, ციხე-ქვევრიდან გაქცეულებმა ისევ ქვევრში რომ ამოყვეს თავი. სწორედ ეს დროა.

 

ბიძინა  დვალი

16.02.2023 წ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner