აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნები დაიცვას და რეგიონში სამხედრო ყოფნას შეინარჩუნებს.
„ჩვენ [ნატოს ხელშეკრულების] მე-5 მუხლის ერთგულნი ვართ“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ესტონეთის ლიდერებთან მოლაპარაკების შემდეგ ტალინში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს რეგიონში მუდმივი, როტაციული სამხედრო ყოფნის შენარჩუნებას.
„აშშ მტკიცედ რჩება ჩვენი ბალტიისპირეთის მოკავშირეების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის ერთგული“, - განაცხადა ოსტინმა პრესკონფერენციაზე.