ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმები ომის დანაშაულია და მიუღებელია.
„რუსეთის განურჩეველი სარაკეტო და დრონებით შეტევები წარმოადგენს უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ სისტემატურ და ცინიკურ ტერორს. ეს ქმედებები წარმოადგენს ომის დანაშაულს. ეს მიუღებელია. ეს უნდა შეწყდეს. ამ დანაშაულში მონაწილე პირები პასუხს აგებენ“, - აღნიშნა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.