17:00 საათზე „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანის 22-ე ოლქში ლევან კობერიძე საარჩევნო კამპანიას იწყებს. ღონისძიებას საქართველოში ვიზიტად მყოფი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი კნუტ ფლეკენშტეინი დაესწრება.
მისამართი: მუხიანი, 4 მიკრორაიონი, კორპუსი 8
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე 30 აგვისტოს წყნეთის მოსახლეობასთან ორ შეხვედრას გამართავს - 17:00 საათზე რუსთაველის 37 ნომერში, 19:00 საათზე კი იგი გურამიშვილის 18 ნომერში ამომრჩეველს შეხვდება.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ნაძალადევის მე-19 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გაბუნია ელექტორატს 19:00 საათზე შეხვდება. შეხვედრა თემქაზე, ანაპისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე, სკვერში გაიმართება.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარიამ ჯაშის ამომრჩეველთან შეხვედრის გრაფიკი. 18:00 საათი - სამგორის N12 ოლქი; მისამართი: 3 მასივი, 1 კვარტალი (სკვერის მიმდებარედ); 30 აგვისტო - 18:40 საათი; სამგორის N12 ოლქი; მისამართი: კიკნაძის სკვერი, (ა და ბ კორპუსების მიმდებარედ); 30 აგვისტო - 19:30 საათი; სამგორის N12 ოლქი; მისამართი: მოსკოვის გამზირი, შანხაი N36ა - N36ბ;
30 აგვისტო - 20:00 საათი; სამგორის N12 ოლქი; მისამართი: ოცხელების ქუჩა, კორპუსი N8;