„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ფადი ასლის განცხადებებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე პასუხობს. მეგრელიშვილი მას თავისივე წიგნიდან კონკრეტულ ეპიზოდს ახსენებს.
„ფადი, არაფერი პირადული, მხოლოდ ფაქტები შენივე წიგნიდან „ცხოვრება მორიელებთან“. ისე, რა სიმბოლური სათაურია!!
ჩამოიღე თაროდან და გადაშალე...
ამ წიგნში თავად ადასტურებ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებასა და ქართველის ხალხის წინააღმდეგ წასვლას:
„2005 წლის დეკემბრის დასაწყისში მივიღე ზარი პრეზიდენტის აპარატის უფროსისგან, რომელმაც მითხრა:
- ფადი, პრეზიდენტი დაიღალა იმით, რომ ყოველდღე გიყურებს ტელევიზორში თუ როგორ აკრიტიკებ ფინანსურ პოლიციას. ის გთხოვს, შეხვდეთ ფინანსური პოლიციის უფროსს, დავით კეზერაშვილს და მოაგვაროთ ეს საკითხი.
გავემართეთ ვაკე-საბურთალოზე ფინანსური პოლიციის განყოფილებისკენ, სადაც შეგვიპატიჟეს დავით კეზერაშვილის კაბინეტში.
დავით კეზერაშვილი ბიზნესებს ატერორებდა და მისი რეპუტაციაც ჰიტლერისას ჰგავდა; ფინანსური პოლიციის მიერ დაწყებული გამოძიება სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო ბიზნესმენებისთვის.
საბოლოოდ, შევხვდით ამ 27 წლის ახალგაზრდა კაცს, რომელიც საქართველოს ტერორს წარმოადგენდა!
ნათელი, კარგად ჩაცმული და გამხდარი გონიერი თვალების მქონე მამაკაცი მოგვესალმა და პირდაპირ გადავიდა ამ თემაზე:
- ფადი, თქვა მან, აღარ გვინდა პრესკონფერენციების მოსმენა, ტელეინტერვიუების ყურება, გაზეთებში სტატიების წაკითხვა, რომლებშიც ჩვენ გვაკრიტიკებენ, შემდეგ ვიღებთ წერილებს ხელისუფლების მისამართით და რომლის გადაწერა/გავრცელებაც ხდება დანარჩენ მსოფლიოში!
- მაშინ შეწყვიტე ბიზნესის შევიწროება, ძალიან მარტივია! -ვუთხარი მე.
- პირდაპირ საქმეზე გადავალ და გეტყვი, რომ ჩვენ არცერთ თქვენს წევრებს არ შევეხებით და, სანაცვლოდ, თქვენ შეწყვეტთ ჩვენს კრიტიკას!
- ეს მხოლოდ AmCham-ის წევრებს არ ეხება, ეს ეხება მთელ ბიზნეს საზოგადოებას.
შეწყვიტეთ ბიზნესის შევიწროება და ჩვენზე მტკიცე მხარდამჭერებს ვერ ნახავთ ვერსად!
- ფადი პატიოსან სიტყვას გაძლევ! გპირდებით, რომ ამ სამსახურში ყოფნისას არანაირ საქმეს არ შევეხებით და თუ გაიგებთ, რომ რაიმე ბიზნესს ავიწროებენ, სასწრაფოდ დამიკავშირდით მობილურზე და მე მოვაგვარებ!
- შევთანხმდით - მივუგე მე, ამ ნოტაზე ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი და დავშორდით“.
შენი და კეზერაშვილის პოლიტიკური დაზავებიდან 18 წელი გადის და შენზე კეზერაშვილის ნაცისტური ეფექტი დღესაც მუშაობს! შენ მათი იდეების გამხმოვანებელი ხარ! ხშირად აბარებ ეტყობა ანგარიშს კეზერაშვილს.
იმ კეზერაშვილს, თავის ჯარისკაცებს იარაღი რომ მოჰპარა, გაყიდა და ამით გამდიდრდა...
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს დირექტორთა საბჭოში გყავდა ნონა მამულაშვილი, რომლის ძმაც ასევე ხშირად გსტუმრობდათ, ალბათ, გაკონტროლებდა რომ პოლიტიკური რამსები არ აგრეოდა....
წლებია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ძიძა და მათი ნარატივების გამტარებელი ხარ!
შენგან ორი მოქალაქეობის მქონე უსამშობლოს გარდა ვერაფერი „კაცი“ გამოვიდა...რომ გითხრა ვწუხვარ-თქო, ნამდვილად მოგატყუებ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.