logo_geo
eng_logo
POLITICO: ევროკომისიამ სანქციების ახალ პაკეტში უარი თქვა რუსეთის ბირთვულ სექტორზე ან მის წარმომადგენლებზე სანქციების დაწესების გეგმებზე
- +

16 თებერვალი. 2023. 22:30

ევროკომისიამ სანქციების ახალ პაკეტში უარი თქვა რუსეთის ბირთვულ სექტორზე ან მის წარმომადგენლებზე სანქციების დაწესების გეგმებზე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ევროკავშირის სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროკომისიამ თავდაპირველად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ შეეცდებოდა სანქციების დაწესებას რუსეთის სამოქალაქო ბირთვული სექტორის წინააღმდეგ.

გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს კომპანია Rosatom-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

გამოცემა POLITICO სანქციების ახალი პაკეტის პროექტს გაეცნო, თუმცა ახალი სანქციების არცერთი ნაწილი არ მოიცავს ბირთვულ სექტორს.

„სამწუხაროდ, ბირთვული სექტორი არ არის შეყვანილი ამ წინადადებაში“, - თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner