"ერთ წელზე მეტია სააკაშვილი სასჯელს იხდის და ყოველ დღე ეს არის სიკვდილის ქრონიკა, როდესაც გვეუბნებიან, რომ წამი წამზე, წუთი წუთზე, დღეს თუ არა ხვალ ის მოკვდებაო და უკვე წელიწადნახევარი გავიდა ," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ჩვენ რა არგუმენტი ვთქვათ გარდა იმისა, რასაც თავად დრო აძლევს ამ ადამიანებს. ეს არის ცრუ დილემის შექმნა იმისთვის, რომ მოხდეს პირდაპირი შანტაჟი სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ცრუ დილემა თითქოს არჩევანი არის სააკაშვილის სიცოცხლესა და ევროკავშირში საქართველოს წევრობას შორის. ეს არის ყველაზე არადემოკრატიული და არაევროპული ქცევა, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ და ამის განსახიერება თავად ამ რეზოლუციაშიც იყო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.