logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე - „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ , სადაც საუბარია იმ წამებაზე, რომელიც ამ ადამიანმა 2011 წელს ციხეში განიცადა
- +

16 თებერვალი. 2023. 23:26

"დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე - „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ ალბათ ბედისწერაა, რომ ამ რეზოლუციიდან, რამდენიმე საათში გამოქვეყნდა ეს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ადამიანს, რომელიც 2011 წელს დააკავეს და აქ საუბარია იმ წამებაზე, რომელიც მან ციხეში ყოფნის დროს განიცადა, "- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„აქ საუბარია, რომ პატიმრებს უწევდათ ჩურჩულით საუბარი, რომ ახლადშემოყვანილი პატიმრების ცემა კარანტინის დაშლის სახით იყო რუტინა, რომ მას ისე სცემეს რომ კბილები ჩაემტვრა, შემდეგ ის შეიყვანეს საშხაპეში, სადაც ის გააშიშვლეს, ცივი წყალი მიუშვირეს და სცემდნენ, შემდეგი ცემის დროს მან გონება დაკარგა და როდესაც გამოფხიზლდა ნახა რომ ბორკილით იყო მიბმული იყო მილზე და იმყოფებოდა ციხის მორგში, გვამებთან ერთად მარტო. ამ დანაშაულებისა და ამ სისტემის შემქმნელ ადამიანზე დღეს გვეუბნებიან, რომ ის არის დემოკრატიის შუქურა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner