logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი უკრაინაში ომზე: მზად უნდა ვიყოთ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის - ეს შეიძლება გაგრძელდეს მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში
- +

17 თებერვალი. 2023. 00:13

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თითქმის ერთი წლის წინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოულოდნელი არ იყო.

„[24 თებერვალს] დასაძინებლად წავედი, თუმცა ეს ძალიან მოკლე ღამე იყო, რადგან ვიცოდი, რომ რაღაც ეტაპზე, რამდენიმე საათში, ვინმე გამაღვიძებდა და ეს იყო ზუსტად ის, რაც მოხდა. [დილის] დაახლოებით ოთხ საათზე ჩემი აპარატის უფროსმა დამირეკა და მითხრა, რომ [რუსებმა] დაიწყეს, ანუ [უკრაინაში] შეჭრა დაიწყო. ეს მოულოდნელი არ იყო, რადგან ვიცოდით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა AFP-სთან ინტერვიუში.

„შეიძლება შოკირებული იყო ომის სისასტიკით, თუმცა მოულოდნელი არ არის, რადგან ეს ნამდვილად იყო ის, რისი პროგნოზიც შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე გაკეთდა“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინს სურს განსხვავებული ევროპა, სურს ევროპა, სადაც მას შეუძლია გააკონტროლოს მეზობლები, სადაც მას შეუძლია გადაწყვიტოს, რისი გაკეთება შეუძლიათ სხვა ქვეყნებს.

„მზად უნდა ვიყოთ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. ეს შეიძლება გაგრძელდეს მრავალი, მრავალი, მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში“, - განაცხადა მან.

სტოლტენბერგმა თავი შეიკავა პროგნოზისგან, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის, რადგან ცვლილება შეიძლება მოულოდნელად დადგეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner