logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ნაცემი პატიმარი ბორკილით იყო მიბმული მილზე ციხის მორგში, გვამებთან ერთად - ამ სისტემის შემქმნელზე დღეს გვეუბნებიან, რომ ის არის დემოკრატიის შუქურა
- +

17 თებერვალი. 2023. 00:08

"ციხეში ახლად შემოყვანილი პატიმრების ცემა კარანტინის დაშლის სახით იყო რუტინა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ალბათ ბედის ირონიაა, რომ დღეს, ევროპარლამენტის რეზოლუციიდან რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე - „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც ეხება ადამიანს, რომელიც 2011 წელს დააკავეს და აწამეს.

„აქ საუბარია, რომ პატიმრებს უწევდათ ჩურჩულით საუბარი, რომ ახლად შემოყვანილი პატიმრების ცემა კარანტინის დაშლის სახით იყო რუტინა. მას ისე სცემეს, რომ კბილები ჩაემტვრა. შემდეგ შეიყვანეს საშხაპეში, სადაც გააშიშვლეს, ცივი წყალი მიუშვირეს და სცემდნენ. შემდეგი ცემის დროს მან გონება დაკარგა და როდესაც გამოფხიზლდა ნახა, რომ ბორკილით იყო მიბმული მილზე და იმყოფებოდა ციხის მორგში, გვამებთან ერთად მარტო. ამ დანაშაულებისა და ამ სისტემის შემქმნელ ადამიანზე დღეს გვეუბნებიან, რომ ის არის დემოკრატიის შუქურა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner