logo_geo
eng_logo
ლევან მამალაძე: რამდენი გადაუხადეს ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებისთვის?! რად დაუჯდა Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილის სანქციების ჩაწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში?! ამ საკითხებს პასუხი უნდა გაეცეს!
- +

17 თებერვალი. 2023. 13:00

 

 

„ევროპარლამენტარებს კორუფციულ გარიგებებზე მწვანე აქვთ ანთებული. ჯერ კიდევ სააკაშვილის მოსყიდულნი, რომლებიც ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში, ბიუჯეტის ხარჯზე ანავარდებდენენ, ასვენებდნენ ეგზოტიკურ ქვეყნებში და ძვირადღირებულად ასაჩუქრებდნენ, ახლა პირდაპირი დაფინანსების საშუალება მიეცათ Credit Swiss-ისგან და გიული ალასანიას მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისგან. აშშ ზოგიერთი სტრუქტურა ამას ხელს უწყობს , ვერ ეგუება საქართველოს სუვერენული ფუნქციის გამოვლინებას, რადგან ჩვენმა ქვეყანამ უარი თქვა საქართველოს საზიანოდ რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებაზე“, - ამის შესახებ „სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც მამალაძე აღნიშნავს, ომში მყოფ რუსეთს მცირე საბაბიც რომ მივცეთ, ის ჯარსაც არ დაძრავს, დაგვიბომბავს ქალაქებს და გაგვაუბედურებს. სანუგეშოდ კი დასვლეთის აღშფოთებას მივიღებთ.

 

მამალაძის აზრით, ამაზე არ მიდის ბიძინა ივანიშვილი და წარმოუდგენელ ზეწოლას უძლებს, მილიარდების დაკარგვის და სანქციების მუქარის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესებს არ ღალატობს.

 

მამალაძის თქმით, ამ ვითარებაში სახელმწიფოს გეგმაზომიერი მოქმედება სჭირდება. კორუფციის ნიშნების საფუძველზე აუცილებელია, საგამოძიებო პროცესი დაიწყოს იმ ევროპარლამენტარების მიმართ, ვინც საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციას ავტორები არიან.

 

„რა ზეწოლის ფასად უნარჩუნებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მშვიდობას?! საქართველოს ხელისუფლებამ ევროკორუფციასთან ბრძოლის პროცესი უნდა შექმნას! რამდენი გადაუხადეს ევროპარლამენტარებს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციის მიღებისთვის?! რად დაუჯდა Credit Suisse-ს, ბიძინა ივანიშვილის სანქციების ჩაწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში?! ამ საკითხებს პასუხი უნდა გაეცეს! ბელგიის პოლიცია კორუფციის ბრალდებით ვიცესპიკერ ევა კეილისთან ერთად ევროპარლამენტარების დაპატიმრებას აგრძელებს. საექსპერტო კვლევით ვლინდება, რომ კორუფციის მტკიცებულებები აშშ-ის დაზვერვამ მიაწოდა ბელგიის კრიმინალურ პოლიციას. მიზეზი კი ის იყო, რომ კატარის საამირომ აშშ-სგან დამოუკიდებელი მოქმედება დაიწყო, ევროკავშირთან დაახლოვდა და რუსეთთანაც არ გაიფუჭა ურთიერთობები. ეს არ შედიოდა აშშ-ს ინტერესებში და კორუფციული სკანდალი გასკდა.

 

ამით ამერიკამ კატარი მოთოკა, ევროკავშირი უფრო დამოკიდებული გახადა, ხოლო ევროპარლამენტარები დააშინა და დაიქვემდებარა. საქართველოს მიმართებაში ვითარება კარდინალურად განსხვავებულია. ევროპარლამენტარებს კორუფციულ გარიგებებზე მწვანე აქვთ ანთებული. ჯერ კიდევ სააკაშვილის მოსყიდულნი, რომლებიც ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში, ბიუჯეტის ხარჯზე ანავარდებდენენ, ასვენებდნენ ეგზოტიკურ ქვეყნებში და ძვირადღირებულად ასაჩუქრებდნენ, ახლა პირდაპირი დაფინანსების საშუალება მიეცათ Credit Swiss-ისგან და გიული ალასანიას მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისგან. აშშ ზოგიერთი სტრუქტურა ამას ხელს უწყობს , ვერ ეგუება საქართველოს სუვერენული ფუნქციის გამოვლინებას, რადგან ჩვენმა ქვეყანამ უარი თქვა საქართველოს საზიანოდ რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებაზე. ჩვენ ბევრი გავიღეთ და დავკარგეთ რუსეთთან დაპირისპირებაში. ჩვენ ხალხს კარგად ახსოვს ის, რომ ამ ბრძოლაში დასავლეთს შესატყვისი თანადგომა არ აღმოუჩენია და უნდობლობა ჩამოუყალიბდა.

 

ამის გამო ჩვენი ხალხი წინააღმდეგია სახელმწიფოს საზიანო თამაშში ჩაერთოს! უახლესი ისტორიული მოვლენების შედეგად ბიძინა ივანიშვილი, დღევანდელი სახელმწიფო სისტემის და პოლიტიკური ელიტის ავტორია, მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკაში არ მონაწილეობს, ამ ავტორიტეტის გამო ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ მასზე. მათი მიზანია, ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს და აიძულოს ხელისუფლება, რუსეთთან მეორე ფრონტი გახსნას. არაფერს არ ერიდებიან, არც კანონი აინტერესებთ და არც სამართალი. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ბლოკავენ, ფულს არ უბრუნებენ, საბანკო სისტემას კორუფციული გარიგებაში იყენებენ, სააკაშვილის ჩადენილ დანაშაულს წამებად ასაღებენ, მეხუთე კოლონას რევოლუციისკენ უბიძგებენ და არეულობით გვემუქრებიან. წარმოვიდგინოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორც სახელისუფლებო სისტემის მდგრადობისა აღარ არსებობს, რამდენად ტურბულენტური და მოწყვლადი ვითარება შეიქმნება.

 

დაყავი და იბატონეს პრინციპს მოიყვანენ სისრულეში და კარგად დაფინანსებული ადგილობრივი რადიკალების მეშვეობით სახელმწიფო სისტემის ჩამოშლას ადვილად შეძლებენ. ეს ხომ პირველად არ გაუკეთებიათ საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც! ომში მყოფ რუსეთს მცირე საბაბიც რომ მივცეთ, ის ჯარსაც არ დაძრავს, დაგვიბომბავს ქალაქებს და გაგვაუბედურებს. სანუგეშოდ კი დასვლეთის აღშფოთებას მივიღებთ. აი ამაზე არ მიდის ბიძინა ივანიშვილი და წარმოუდგენელ ზეწოლას უძლებს! შეიძლება ზოგმა თქვას, რომ ჩვენ რა გვესაქმება ივანიშვილის პირად ფინანსებთან, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი მილიარდების დაკარგვის და სანქციების მუქარის სანაცვლოდ საქართველოს ინტერესებს არ ღალატობს! ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღევანდელ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილის დაცვა საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების ტოლფასია! ამ ვითარებაში საელმწიფოს გეგმაზომიერი მოქმედება სჭირდება. კორუფციის ნიშნების საფუძველზე აუცილებელია საგამოძიებო პროცესი დაიწყოს იმ ევროპარლამენტარების მიმართ ვინც საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუციას ავტორები არიან.

 

9 მილიონი, რომელიც სააკაშვილმა ბიუჯეტიდან პირადი ნებივრობისა და ევროპარლამენტარების მოქრთამვას დაახარჯა, უნდა დაკონკრეტდეს. მილიონობით თანხა, რომელსაც სააკაშვილის ახლობლები და საქართველოდან გაქცეულები ხარჯავენ, ძიებას უნდა დაექვემდებაროს. ოფიციალურად უნდა მიმართოს საქართველოს პროკურატურამ აშშ-ს, რომ დაგვეხმარონ საერთაშორისო კორუფციასთან ბრძოლაში. თუ უარს გვეტყვიან, ესეც მათი პოზიციის ლუსტრაცია იქნება. პარალელურად უნდა მივმართოთ ისრაელის შესაბამის სტრუქტურებს, მათ დიდი გამოცდილება აქვთ მსგავსი მტკიცებულებების მოპოვების საქმეში. ამერიკელები ხშირად უკვეთავენ ამგვარ სამუშაოებს და ეს პრაქტიკა ჩვენც უნდა გამოვიყენოთ. მთლიანობაში საკითხი გამოძიების საგანი უნდა გახდეს, ამისთვის შესაბამისი მასალები უნდა მომზადდეს და საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური პროცესი უნდა შექმნას. საქართველოს მოძულე „ხუბილიუსები“ სააშკარაოზე უნდა გამოვიყვანოთ. ეს საქართველოზე ზეწოლას შეასუსტებს და თანამშრომლობის გარემოს შექმნის.

 

გვახსოვდეს, რომ ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისთვის მიმდინარეობს! ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო! გამოვიყენოთ ყველა საშუალება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოთხოვნილებები და აშშ, ევროკავშირი, რუსეთი და სხვები საქართველოსთან პარტნიორულ ურთიერთობას მივაჩვიოთ! ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ გიგანტთა ბრძოლაში არ უნდა ჩავებათ. ვინმეს გამოკვეთილი მიმხრობა, ხშირად დამღუპველი შედეგებით დამთავრებულა ჩვენი ქვეყნისთვის . მსოფლიოში არსებული გლობალუზერი დაპირისპირებიდან საქართველო გაძლიერებული და გამარჯვებული უნდა გამოვიდეს!“ - წერს ლევან მამალაძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner