logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, არჩევნები ჩაატაროს მშვიდ გარემოში
- +

30 აგვისტო. 2016. 13:19



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ევროპარლამენტის „სოციალისტებისა" და „დემოკრატების" პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტ კნუტ ფლეკენშტაინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, არჩევნები ჩაატაროს მშვიდ და თავისუფალ გარემოში, ყველანაირი ზეწოლისა და ხელშეშლის გარეშე.

 

 

კნუტ ფლეკენშტაინი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობარი და მხარდამჭერია. ევროპელი სოციალისტების პარტიაქართული ოცნების" პარტნიორია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა. სამომავლოდ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ევროპასთან დაახლოების გზაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე და ამ მიმართულებით მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოსოციალისტებსა" დადემოკრატებს" მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზების გარეშე იმოგზაურებენ ევროპულ ქვეყნებში", - განაცხადა კალაძემ.



რაც შეეხება ევროპარლამენტის „სოციალისტებისა" და „დემოკრატების" პროგრესული ალიანსის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს, კალაძის თქმით, კნუტ ფლეკენშტაინს ექნება შესაძლებლობა დღის განმავლობაში გამართოს სხვადასხვა შეხვედრა, დააკვირდეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და თავად შეაფასოს საარჩევნო გარემო.



როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენ გვაქვს იმის პრეტენზია, საქართველოში ყველას მიეცეს შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩაატაროს მშვიდ გარემოში, თავისუფალ გარემოში, ყველანაირი ზეწოლის, ყველანაირი ხელშეშლის გარეშე. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გააცნოს თავიანთი ხედვები ქვეყნის განვითარებისა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და თავად საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით მიიღონ გადაწყვეტილება, როგორც ეს ევროპულ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ხედავენ, სათანადოდ აფასებენ და აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას. მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კნუტ ფლეკენშტაინს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner