logo_geo
eng_logo
კასპში ხეთაგუროვის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება
- +

17 თებერვალი. 2023. 16:22

 

 

ქალაქ კასპში, ხეთაგუროვის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის  რეაბილიტაცია იწყება. ქუჩაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოებს  შპს „ქვენიფლენი“ შეასრულებს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა.

 

ე.წ. „ქარწისის“ დასახლებაში მდებარე   ქუჩის სიგრძე 1480 გრძივი მეტრია, პროექტის ღირებულება  - 534 999 ლარი, ხოლო სამუშაოების დაფინანსების წყარო რეგიონალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი ბიუჯეტი.

 

„ხეთაგუროვის ქუჩის  ძირითადი მისასვლელი აღმართი მოუწყობელი და გადაადგილებისას მუდმივად პრობლემური იყო,  2021 წელს მოვაწყვეთ. პარალელურად კი მომზადდა  ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი. დასრულებული  პროექტი ადგილობრივი  მოსახლეობის კეთილმოწყობილი ქუჩით გადაადგილებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner