logo_geo
eng_logo
ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩაზე საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს
- +

17 თებერვალი. 2023. 17:32

 

 

ნაძალადევის რაიონში, ხევძმარის ქუჩა N10ბ-ს მიმდებარედ გზის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 72მ სიგრძის საყრდენი კედელი შენდება.

 

სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

 

„ხევძმარის ქუჩის N10ბ-თან ფერდობის ნაწილი ჩამოიშალა და საფრთხისშემცველი მდგომარეობა იყო, რის გამოც საჭირო გახდა გამაგრების სამუშაოების განხორციელება. პროექტის დასრულების შემდეგ, თავიდან ავიცილებთ გზის ჩამოშლის საშიშროებას. ასევე, კედლის მოწყობისთანავე დამონტაჟდება ლითონის დამცავი ღობე“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

 

აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობას ბიუჯეტში 360 000-მდე ლარი აქვს გათვალისწინებული.

           

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner