„თუ კოალიციის ერთობა ვერ შევინარჩუნეთ, ეს ჩვენზე დამოკიდებული არ იქნება."- განაცხადა მრეწველთა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ გადაცემაში 2030 კოალიციაში არსებული ვითარების შესახებ საუბრისას. როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, მრეწველები კოალიციაში თავს კომფორტულად გრძნობენ.
„ეს ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომ ვთქვათ, ვიღაცას მრეწველებთან ყოფნა არ სიამოვნებს. ჩვენ გვირჩევნია, მუშაობა ამ შემადგენლობით განვაგრძოთ. მრეწველები თავს დაჩაგრულად არ ვგრძნობთ და თუ ვინმე გრძნობს, აგერ არის ბურთიც და მოედანიც. არის ხალხი, რომელიც იძახის, რომ კოალიციის მეორე პარტიაა. ამბიცია მაშინ არის კარგი, როცა საჭირო დროს მისი დაოკება შეგიძლია." - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.