logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: ასეთ ბოგანოს რომ პრემიერის სავარძელს უბოძებ - შემდეგ კი მოგიბრუნდება და ლანძღვას დაგიწყებს - ასეთ კაცს რა ჰქვია?!
- +

17 თებერვალი. 2023. 19:27

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„იცით, რა მაინტერესებს?!

 

ტიპს 20 წელი ფლოსტები, ხალათი რომ არ გაუხდია და უსაქმურად სახლში იჯდა!️

 

არც ნაცების წინააღმდეგ უბრძოლია, არც 7 ნოემბერი გაუპროტესტებია, არც გვირგვლიანის, არც რობაქიძის საქმეები და არც სხვა საშინელებები აღელვებდა, რასაც მიშა სჩადიოდა!

 

2012 წლის არჩევნებისას ბუჩქებში იჯდა, „ქართულ ოცნებას“ ახლოს არ ეკარებოდა და მელიასავით იყო გაყურსული!

 

არც ბიოგრაფია აქვს, არც აწმყო და არც მომავალი ხედვა და საერთოდ, ცარიელი ადგილია!

 

ხუხაშვილს დაუდარაჯდა ავტოფარეხში და მშობლებს ათხოვნინა - „ბიჭმა უმაღლესი დაამთავრა და წლებია უსაქმურად გვიზის სახლში, იქნებ დაგვისაქმო სადმეო“!

 

პირველივე წინააღმდეგობისას კურდღელივით რომ შეშინდება და ნარკო-ლეგალიზაციის მომხრეებს ბოდიშებს რომ მოუხდის!

 

აი, ასეთ ბოგანოს რომ მოიყვან ხელისუფლებაში, კაცად აქცევ, კლიმაქსიანი ქალების სექს-სიმბოლო ხდება და ბოლოს პრემიერის სავარძელს უბოძებ - ამის შემდეგ რომ მოგიბრუნდება და ლანძღვას დაგიწყებს - ასეთ კაცს რა ჰქვია?!

 

ჩემი აზრით, ასეთებს სახელი არ აქვთ, ასეთები კოლექტიური გიორგიგახარიები არიან!

 

P.S. ბავშვებს აშინებენ, თუ ბევრ ტყუილს იტყვი, ცხვირი და ყურები გაგეზრდებაო. დასკვნა თქვენთვის მომინდვია“, - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner