რეჟისორი გოგა ხაინდრავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „ჰეროკრატიაზე" საუბრობს და ამბობს, რომ ფილმი რთული სანახავია. ხაინდრავას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ფილმის ნახვის შემდეგ „საცვლებიდან კი არა, საერთოდ კანიდან ამოხტება!"
„ჰეროკრატია" ნამდვილად მძიმედ სანახავი ფილმია, თუმცა, ეს სიმძიმე ახლოსაც ვერ მივა იმ ჯოჯოხეთთან, იმ განსაცდელთან და ტანჯვა-ვაებასთან, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა, ჩვენმა ძმებმა, დებმა, შვილებმა, მამებმა და დედებმა სააკაშვილისა და მისი მანქურთების მმართველობის დროს გამოიარეს.
ტელეეთერებითა და ინტერნეტის საშუალებით „ჰეროკრატიას" წუთნახევრიანი ანონსი რომ გავრცელდა, ნაციონალები, თავიანთი არასამთავროებიანად - დედა-ბუდიანად, საცვლებიდან ამოხტნენ და ამ სექტანტებისგან სწორედ ასეთ რეაქციას მოველოდი!
წარმოიდგინეთ, „ჰეროკრატიას" მოკლე ანონსმა ნაციონალები რა დღეში ჩაყარა და რა დაემართებათ მაშინ, როცა ფილმს სრულად ნახავენ?! შეხედეთ, რა ისტერიკაში არიან და ინტერნეტში რაებს წერენ, იმიტომ, რომ კარგად იციან, რაც ელოდებათ!
სააკაშვილი „ჰეროკრატიას" რომ ნახავს, საცვლებიდან კი არა, საერთოდ კანიდან ამოხტება!
გადაღებული მასალა ციხის თანამშრომლებსა და ყოფილ პატიმრებსაც ვაჩვენეთ, რომლებმაც გვითხრეს, რომ ნაცრეჟიმის დროს საპყრობილეში არსებული ვითარება ფილმში მაქსიმალური სიზუსტით არის გაცოცხლებული. თუმცა, ბუნებრივია, ვერც საკუთარ თავს და ვერც საზოგადოებას ვაკადრებდი, რომ ფილმში ის ყველაფერი მეჩვენებინა, რასაც სააკაშვილის მანქურთები სჩადიოდნენ", - აცხადებს გოგა ხაინდრავა.