logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას არ შევწყვეტთ
- +

17 თებერვალი. 2023. 22:39

 

პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას არ შევწყვეტთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჩემს ქვეყანაში დიდი მხარდაჭერა აქვს უკრაინის მიმართ გერმანიის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენ დემოკრატიული ქვეყნები ვართ და არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს არის თუ არა კარგი იდეა სანქციები ან მძიმე შეიარაღების გაგზავნა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მათი დიდი უმრავლესობაც კი საბოლოო ჯამში ემხრობა ხელისუფლების მიერ პასუხისმგებლობით სავსე გადაწყვეტილებების მიღებას იმ მიმართულებით, რაც უკრაინას ეხება და რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

ვინც ფიქრობს, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მათაც ესმით, რომ მნიშვნელოვანია ერთად მოქმედება და ყველა გადაწყვეტილებას პარტნიორებთან ერთად ვიღებთ და განსაკუთრებით აშშ-თან ერთად. რაც შეეხება „ლეოპარდებს“, ერთად მოქმედების სტრატეგია ნიშნავს ერთად მოქმედებას, მოკავშირეებთან განხილვას, მსჯელობას და არა ინდივიდუალურად გადაწყვეტილებების მიღებას. ეს გავაკეთეთ ზუსტად ჩვენ. მინდა ხაზი გავუსვა აშშ-თან ძლიერ ალიანსს. ჩვენ ერთად ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ ომის დროს და ეს მარტო ტანკებს არ ეხება. თავდაცვის მინისტრი უკვე აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. ჩვენი ინდუსტრიაც იმავეს აკეთებს, რათა პირველი „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები უკრაინამ ძალიან მალე მიიღოს.

ასევე მნიშვნელოვანია, უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა, რომელიც დაწყებულია. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს საერთო გადაწყვეტილებას სამხედრო თვალსაზრისით ეფექტი ექნება. ძირითადი ეფექტია პუტინმა გაიგოს, რომ მან არასწორად გათვალა, რომ ჩვენ შევწყვერთ უკრაინის მხარდაჭერას. პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ეს არ მოხდება.

ომმა ინდუსტრიასთან დაკავშირებული მიდგომა შეცვალა. ომამდე და ბოლო 20 წლის განმავლობაში, როდესაც შეკვეთას გავაკეთებდით და ამ შეკვეთას მივიღებდით, მაშინ წარმოება წყდებოდა. წყდებოდა პროცესი , რადგან რაც გვჭირდებოდა უკვე ნაყიდი გვქონდა. ახლა უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოებისთვის საჭიროა ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღის მუდმივ წარმოებაზე გადასვლა . ჩვენ ეს ვისწავლეთ, მაგრამ სწავლა ნიშნავს , რომ უკვე გადაწყვეტილებებს ვიღებთ თავდაცვისუნარინობის ასამაღლებლად, მაგრამ ამავე დროს უკრაინისთვის“, - აღნიშნა შოლცმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner