„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„გაგიკვირდებათ და, სააკაშვილს რჩევა უნდა მივცე! ზუსტად ამ წუთებში! შენი ერთი „თანამებრძოლი“ აკია ბარბაქაძე ვანო ჯავახიშვილის შოუში ზის და ღადაობს! შენი მეორე „თანამებრძოლი” გია ბუღაძე ილო ბეროშვილის შოუში ზის და სიცილით იხევა! შენი სხვა „თანამებრძოლები “ ნიკა არაბიძის შოუში ტინგიცობენ და ბედნიერებისგან შუაზე სკდებიან! თუ ჩემი არ გჯერავს - გადართე და ნახავ!
ვერ ხედავ?! დარჩით შენ და გიული დეიდა მარტოები! ვფიქრობ, სულ ფეხზე კიდიხარ ამათ და შენი ე.წ. ავადმყოფობის ამათაც არ სჯერათ! თუ ამათი ბელადი ხარ, შენზე ლოცულობენ და როგორც შენები აცხადებენ „სიცოცხლის უკანასკნელი წუთები “ გიდგას, ამათ რა ატკვარცალებთ, რა აღადავებთ, რა აცეკვებთ და რა ამღერებთ?!
ყოველივედან გამომდინარე ერთის თქმა შეიძლება - ან შენ სიაფანდობ, იტყუები და ეს იციან შენმა „თანამებრძოლებმა” და ან სულ ფეხზე კიდიხარ ამ ხალხს!
დასკვნა თავად გამოიტანე და ცოტა თვალები გაახილე - სად იყავი, ვისთან გქონდა საქმე და ახლა რა „ბომჟების” ხელში ხარ! უკვე მართლა მეცოდები!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.