logo_geo
eng_logo
ევროკავშირის პროკურატურამ ევროკავშირის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
- +

18 თებერვალი. 2023. 01:37

 

ევროკავშირის პროკურატურამ ევროკავშირის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

როგორც გამ ოცემა წერს, გამოძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდება ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის როლზე ამ საკითხში.

ევროკავშირის პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსური დანაშაულების, მათ შორის თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და კორუფციის გამოძიებაზე.

დღევანდელ განცხადებაში ევროკავშირის პროკურატურამ არ დააკონკრეტა, თუ ვის იძიებენ, ან ვაქცინის რომელ კონტრაქტზეა საუბარი.

„გამოძიების შესახებ დადასტურება მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ გასაჯაროვდება“, - განაცხადა უწყებამ განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner