logo_geo
eng_logo
ადვოკატების განცხადებით, ევროპარლამენტარი ევა კაილი ბელგიის ციხეში აწამეს
- +

18 თებერვალი. 2023. 11:09

 

ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, ევა კაილის ადვოკატების, მიხალის დიმიტრაკოპულოსის და ანდრე რისოპულოსის განცხადებით, მათი კლიენტი ბელგიის ციხეში აწამეს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა L'Unione Sarda წერს.

„11-13 იანვარს ევა კაილი მოსამართლის გადაწყვეტილებით სამარტოო საკანში იმყოფებოდა. 16 საათის განმავლობაში ის პოლიციის განყოფილებაში, სიცივეში იმყოფებოდა. მას წაართვეს პალტო და უარი უთხრეს მეორე საბანზე. ოთახში შუქი ენთო, რაც მას დაძინების საშუალებას არ აძლევდა. ეს წამებაა.

ევა კაილი ეჭვმიტანილია, მაგრამ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ჩვენ ვიმყოფებით ევროპაში, ეს ქმედებები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და შუასაუკუნოვან პრაქტიკას წარმოადგენს“, - აცხადებენ ევა კაილის ადვოკატები.

მათივე განცხადებით, ციხეში გატარებული 6 კვირის განმავლობაში ევა კაილიმ თავისი ორი წლის შვილი მხოლოდ ორჯერ ნახა.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე ადვოკატებმა ევა კაილის გათავისუფლებას ითხოვდნენ, მისი გადაადგილება კი ელექტრონული სამაჯურით გაკონტროლებულიყო, თუმცა ბელგიის სასამართლომ ევა კაილი პატიმრობაში, სულ მცირე, 2 თვით დატოვა.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინოდააკავა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner