logo_geo
eng_logo
ზვიად ჩიტიშვილი: თუკი საეჭვო ადამიანი შენიშნეთ, გაფრთხილდით, რადგან სააკაშვილმა საქართველოს ტერორისტები შემოუსია!
- +

30 აგვისტო. 2016. 13:31



პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში სპეციალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 20 ივლისს უკრაინის ექვსი მოქალაქე შემოვიდა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში სიტუაციის ასარევად გამოგზავნა.



„სააკაშვილის უკრაინელი ზონდერები ადგილს სისტემურად იცვლიან და იქ ჩნდებიან, სადაც არეულობაა მოსაწყობი. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისაკენ მოვუწოდებ. მეგობრებო, თუკი უცხო და საეჭვო ადამიანი შენიშნეთ, გაფრთხილდით, რადგან სააკაშვილმა საქართველოს ტერორისტები შემოუსია!

 

ცრემლები მდის, როცა ცხინვალიდან დევნილი და დღეს გორის რაიონის სოფელ მეღვრეკისში მცხოვრები ივეტა მაისურაძის მიერ გამოგზავნილ წერილს ვკითხულობ... აი, ამ ხალხის უბედურებაზე გააკეთეს სააკაშვილმა და მისმა ხროვამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 5 მილიარდი დოლარი!" - ამბობს ზვიად ჩიტიშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner