ევროპარლამენტმა მოუწოდაევროკავშირის ქვეყნებს, ზეწოლა მოახდინონ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე, რათა რუს და ბელარუს სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალოს.
ევროკავშირის კანონმდებლებმა დაგმეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება – უფლება მისცეს რუს და ბელარუს სპორტსმენებს, მონაწილეობა მიიღონ პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში.
17 თებერვალს მიღებულ რეზოლუციაში ევროკავშირის კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ რუსებისთვის და ბელარუსებისთვის ნეიტრალური დროშით გამოსვლის უფლების მიცემა „ეწინააღმდეგება ამ ქვეყნების ყოველმხრივ იზოლაციას“. რეზოლუციას მხარი 444-მა დეპუტატმა დაუჭირა, 26 წინააღმდეგი იყო, 37-მა კი თავი შეიკავა.
იანვრის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ „გამონახავს გზას“ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური დროშის ქვეშ ასრაპეზობისთვის, ვინაიდან „არცერთი სპორტსმენი არ უნდა იყოს მოკვეთილი სპორტული შეჯიბრიდან მხოლოდ მისი პასპორტის გამო“.