logo_geo
eng_logo
თენგიზ გაჩეჩილაძე: 18 თებერვალი ალექსანდრე (სანდრო) კოტორაშვილის დაბადების დღეა!
- +

18 თებერვალი. 2023. 14:12

 

გაზეთ „ლელოს“ მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"18 თებერვალი ალექსანდრე (სანდრო) კოტორაშვილის დაბადების დღეა! ათეული წლებია სანდრო მუხლჩაუხრელად დგას ქართული სპორტის სამსახურში და შეუდარებლადაც გაამდიდრა მისი მატიანე. ამ ნიჭიერი ფოტოხელოვანის შემოქმედება გამშვენებლია უნიკალური კადრებით, რომლებშიც წარუშლელი შთაბეჭდილებით იკითხება ემოცია, შეჩერებული წამის დინამიკა, აზარტი, საოცრებები, ყველაფერი რითაც ადამიანებს აღელვებს და აამაყებს სპორტი. ფოტოსაქმის დიდოსტატის ნაღვაწი ძვირფას რელიკვიად დარჩება ქართული სპორტის საგანძურში და ისტორიაში.
სანდროს ღვაწლი დაფასებულია ღირსების ორდენით და მედლით. მინიჭებული აქვს საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება, არის მიხეილ კაკაბაძის, ალექსანდრე როინიშვილის, ჟურნალისტთა კავშირის და არაერთი სხვა პრემიის ლაურეატი, მრავალი გამოფენა მიეძღვნა მის შემოქმედებას.
სანდრო, ძვირფასო კოლეგა და მეგობარო, გილოცავ დაბადების 80 წლის საიუბილეო თარიღს! ჯანის სიმრთელე და კიდევ მრავალი წარმატებები!
პ.ს. უამრავს აქვს სურვილი სანდროს მიულოცოს დაბადების საიუბილეო თარიღი, მირეკავენ და მთხოვენ მისი ტელეფონის ნომერს. ბარემ აქვეც დავწერ - 557 516 916"- წერს თენგიზ გაჩეჩილაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner