logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესს საინვესტიციო საბჭოს მუშაობაში ჩართვას სთავაზობს
- +

30 აგვისტო. 2016. 13:33



პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესს საინვესტიციო საბჭოს მუშაობაში ჩართვას სთავაზობს.


პრემიერმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკვე შექმნილია საინვესტიციო საბჭო, რომელშიც წარმოდგენილია ყველა საერთაშორისო მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი, ქართული ბიზნესასოციაცია და სავაჭრო-სამრეწველო პალატა.



კარგი იქნება, თუ საინვესტიციო საბჭოში იქნება სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან ერთი წარმომადგენელი, რომელიც ასევე მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მუშაობაში. საბჭო არის პლატფორმა იმისთვის, რომ ეკონომიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხილული იქნას წინასწარ, რათა თავიდან ავიცილოთ ნეგატიური სიურპრიზები და გაიზარდოს პროგნოზირება ქვეყნის ეკონომიკური გარემოსი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.



შეხვედრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს მთავრობის 4-პუნქტიანი პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამას შეუძლია მოიტანოს მნიშვნელოვანი გარღვევა ქვეყნის ეკონომიკაში.



შეხვედრას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და მცირე და საშუალო ბიზნესის 100 წარმომადგენელი ესწრება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner