logo_geo
eng_logo
თემურ ჭკუასელი: აუცილებელია სოფლის მოსახლეობისთვის შეღავათების დაწესება
- +

30 აგვისტო. 2016. 13:35



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი  ჩოხატაურსა და ლანჩხუთში თემურ ჭკუასელი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.  შუა და ზემო სურების მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე  სოფლისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ საჭიროა სოციალური პროექტების დაჩქარება და უფრო მეტად ხელმისაწვდომობა. მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა, რომ უკვე აქვთ ამბულატორია, დაგეგმილია გზის მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალმთიანი სოფლებისთვის. თემურ ჭკუასელმა გამარჯვების შემთხვევაში მათ მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა.


„აუცილებელია სოფლის მოსახლეობისთვის შეღავათების  დაწესება, აუცილებელია წახალისდეს ადგილობრივი ახალგაზრდობა, რომ  მათ არ მიატოვონ მშობლიური კუთხე, ამისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სოფლის დახმარების პროგრამა და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები მალევე დაიწყოს და მალევე დასრულდეს, რომ ყველა ადამიანმა საკუთარ თავზე იწვნიოს კეთილდღეობა", - განაცხადა ჭკუასელმა და   ჩოხატაურსა და ლანჩხუთში მოსახლეობას ყველა სასიკეთო წამოწყებაში მათ გვერდით  დგომას და და ყველა პრობლემის ადრესატამდე მიტანას დაჰპირდა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner