logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ცხადია - დღეს დამნაშავე ხელისუფლება არ გვყავს
- +

30 აგვისტო. 2016. 13:40

 

 

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, ამჟამად უკვე მთაწმინიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდელებს ჰპირდება, რომ არავის გავლენის ქვეშ არ მოექცევა. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა „კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნა, დამოუკიდებელია, თუმცა იცის ვის მხარეს დგას.




„მთაწმინდელებს ვპირდები, რომ არავის გავლენის ქვეშ არ მოვექცევი. უამრავი კანონია გამოსასწორებელი და დასახვეწი, ასე რომ, შიდა მიმართულებითაც აქტიური ვიქნები.

 

დამოუკიდებელი ვარ, თუმცა ისიც ზუსტად ვიცი, რომელ მხარეს ვდგავარ.

 

მმართველმა პარტიამ უბრალოდ აღიარა ქართულ პოლიტიკაში ჩემი მრავალწლიანი საქმიანობა. მართალია, დღეს „ქართულ ოცნებასაც" აქვს პრობლემები და მრავლად ნაკლიც, თუმცა ერთი რაც ცხადია - დღეს დამნაშავე ხელისუფლება არ გვყავს.

 

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ დღემდე ამომწურავი პასუხები არ მოგვისმენია.

 

პოლიტიკური დევნილები ამ ქვეყანაში აღარ არიან! მართალია, პროკურატურამ მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიება ჯერ კიდევ ვერ შეძლო, რისთვისაც შესაძლოა ობიექტური მიზეზებიც არსებობს -  არ გამოვრიცხავ, მტკიცებულებათა უმრავლესობა „ნაციონალებმა" გაანადგურეს, თუმცა დღეს ციხეში  პოლიტპატიმრები კი არა, კრიმინალები არიან", - აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner