logo_geo
eng_logo
დავთ ნარმანია: უკვე რამდენიმე თვეა, რაც აღვირახსნილი მშენებლობები დასრულდა
- +

30 აგვისტო. 2016. 13:43



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „კვირის პალიტრასთან" საუბრისას თბილისში მიმდინარე მშენებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე თვეა რაც თბილისში აღვირახსნილი მშენებლობები დასრულდა.



„უკვე რამდენიმე თვეა, რაც აღვირაღსნილი მშენებლობები დასრულდა.  ჩვენ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი შევზღუდეთ და ვმუშაობთ ქალაქის განვითარების ახალ გენერალურ გეგმაზე, რომელიც, ბუნების მიხედვით, კოეფიციენტს დაარეგულირებს.

 

ძალიან ბევრ მშენებლობაზე ნებართვები ჩემი წინამორბედების დროს გაიცა, რასაც ვერ შევაჩერებდით. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ტერიტორია მოვუნაცვლეთ მესაკუთრეს და ხელუხლებელი დავტოვეთ თავისუფალი საზოგადოებრივი სივრცე", - განაცხადა თბილისის  მერმა.


ასევე ნარმანიამ აღნიშნა, რომ ცალკეული ნებართვის გადახედვაზე მერია გადაწყვეტილებებს იღებს, როცა ამის ობიექტური საფუძველი არსებობს.


„ცალკეული ნებართვის გადახედვაზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს, როცა ამის ობიექტური საფუძველი არსებობს. მაგრამ ერთია საზოგადოებრივი ინტერესი, მეორე კი ის, რომ მშენებლობების შეზღუდვა ეკონომიკურ განვითარებაზე ნეგატიურად მოქმედებს", - აღნიშნა ნარმანიამ.



 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner