logo_geo
eng_logo
„ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს
- +

19 თებერვალი. 2023. 00:59

 

 

საქართველო 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ესპანეთს შეხვდა და ანგარიშით 41:3 დაამარცხა. შეხვედრა ტორელავეგაში გაიმართა.

 

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალურ შეხვედრას თბილისში ჩაატარებს, „ბორჯღალოსნების“ მეტოქე 19 თებერვალს, რუმინეთისა და პორტუგალიის მატჩში გაირკვევა.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა.

 

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 18 კეპი, 38 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 25 კეპი, 110 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 44 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 104 კეპი, 80 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 39 კეპი, 313 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 72 კეპი, 73 ქულა):

 

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 7 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 94 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 31 კეპი, 10 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 43 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 79 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 26 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 33 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 19 კეპი, 25 ქულა);

 

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 27 კეპი, 30 ქულა), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 2 კეპი), 18. გურამ პაპიძე (პო, 6 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 7 კეპი, 5 ქულა), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 20 ქულა); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, 42 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 4 კეპი, 32 ქულა), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 22 კეპი, 5 ქულა).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner