logo_geo
eng_logo
„კატეგორიულად მიუღებელია, თუ „იანდექს ტაქსის“ რუკებზე აფხაზეთი და ცხინვალი ცალკე ქვეყნებადაა გამოყოფილი“
- +

30 აგვისტო. 2016. 13:44



ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, „იანდექს ტაქსის" რუკები არ უნახავს, თუმცა, თუ იქ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ცალკე ქვეყნებად არის გამოყოფილი, კატეგორიულად მიუღებელია.



მე ვიცი, რომ უკვე წლებია, საქართველოში სხვადასხვა რუსული კომპანია არსებობს და ვფიქრობ, ხელის შეშლა ბიზნესის თვალსაზრისით არ იქნებოდა სწორი. ბიზნესის კეთება ამ ქვეყანაში ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, მთავარია, ბოროტად არ იქნას გამოყენებული ეს მიმართულება. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ჩემთვის პირადად და მთავრობისთვის კატეგორიულად მიუღებელია ეს ფაქტი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება ძალიან მალე გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ქართველი ხალხის არჩევანია ევროპული გზა და ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ემსახურება ამას, თუმცა პარალელურად ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან. ეს არის ჩვენი პარტნიორების, მეგობრების რჩევაც, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე. არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ იქნება. ნაბიჯები, რომლებიც იქნა გადადგმული, ის, რომ დღეს საქართველოში წარმოებული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანა შესაძლებელია, მისასალმებელია, თუმცა პოლიტიკური მიმართულებით ჩვენ გვაქვს პრობლემები. კონკრეტულ ფაქტს რაც შეეხება, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა კახა კალაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner