logo_geo
eng_logo
ლუკა კურტანიძე: დღეს ერისკაცის დაბადების დღეა!
- +

18 თებერვალი. 2023. 11:08

 

 

მსოფლიო ჩემპიონი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ველოდებოდი 18 თებერვალს! რადგან დღეს ერისკაცის დაბადების დღეა! ეს ის დღეა როცა უფალმა ინება ერისკაცი ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბადებულიყო! ბევრი თანამებრძოლი და მადლიერი ქართველნი ულოცავენ ერისკაცს დაბადების დღეს და ხარობენ რომ ერს ჰყავს ლიდერი ერის წინამძღოლი რომელმაც უამრავი ქმედებით სამშობლოსათვის დაიმსახურა ეს გულწრფელი სიყვარული! ვიცი მას არ უყვარს ეს მრავალსიტყვაობა რომელიც მასზეა, მაგრამ ერთს ვიტყვი ულევი ჯამრთელობა სიყვარული სიმხნევე თქვენს სიცოცხლეს ერისკაცო! მადლობა იმ აურაცხელი სიკეთისთვის რაც სამშობლო საქართველოსთვის შეძელით დღემდე... მადლობა უფალს რომ ხართ ამ ქვეყანაზე! და ბოლოს ვიტყვი ბოლო ამოვისუნთქვამდის შემაძლებინოს ღირსეული ერთგულება! ერის წინაშე ვიტყვი ერისკაცის მიმართ ნასროლი ტალახი ჩემია... მის მისამართით ნასროლი ტყვია ჩემია და თუ ევროპარლამენტარები  სანქცირებას ითხოვენ მეც და მისი ერთგული  თანამებრძოლნიც მიგვაყოლონ!  რადგან ამ ერთმა ადამიანმა ჩვენთვის საქართველოსთვის გაიღო მთელი ცხოვრება!  ერისკაცობა დიდი ტვირთია მაგრამ მისადმი ერთგულება კი თმენა, ღირსება და სიამაყეა!“ - წერს ლუკა კურტანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner